საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე პროკურატურის სისტემის ყველა რგოლის ხელმძღვანელთან დღეს შეხვედრას გამართავს. როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი სამოქმედო გეგმის გაცნობაა.
მთავარი პროკურატურის ცნობით, შეხვედრას მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების, სამმართველოების ხელმძღვანელები, საოლქო პროკურორები, რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები, საგამოძიებო ნაწილის და განყოფილების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საპროკურორო საბჭოს წევრები დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.