შოვიდან მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა განახლდა - სტიქიის ზონაში ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა
04-08-2023, 08:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ვერტმფრენებით გამოყვანა დილიდან განახლდა. გვიან ღამით კი, სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდნენ, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

 

 

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გუშინ საგანგებო თათბირი გაიმართა.

 


თათბირს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ზაზა ცხაკაია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პარმენ მარგველიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - მერაბ გამყრელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

შეხვედრაზე, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და შემდგომი მოქმედებები დაგეგმეს.

 


სამუშაო თათბირის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

 

 

ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089

 


გუშინ, მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიების დროს, სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 80-ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

 


სტიქიის ზონაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი