უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის ადგილსამყოფელი უცნობია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოჟარა, ფაქტობრივად, სამინისტროს მთელ ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად გაუჩინარდა.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლექტივი მიიჩნევს, რომ ლეონიდ კოჟარას არ აქვს მორალური უფლება, მომავალშიც წარმოადგენდეს უკრაინას საზღვრებს გარეთ. საგარეო უწყების თანამშრომლები უკრაინის რადას მიმართავენ, დაუყოვნებლივ დანიშნონ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის ახალი შემსრულებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.