თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების
მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის
ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე
იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა
სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. შემუშავდა
სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო
ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ
ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის
ეპიცენტრში იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურა
აზარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.