სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ
05-08-2023, 15:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან აქტიურად ჩაერთნენ
მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში. დილიდან სტიქიის ზონაში
იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის
ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და
თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამხედროები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის
მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ,
დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური
ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას. გუშინ,
პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის
მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების
მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო
ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის
ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი