ეშტონ კარტერი: აშშ ერაყში სპეცდანიშნულების ძალებს აგზავნის
02-12-2015, 01:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ ერაყში სპეცრაზმელებს აგზავნის. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა, ქვედანაყოფი სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ისლამისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ჩაატარებს.

 

 


კარტერმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკელი სპეცრაზმელების ამოცანა რეიდების ჩატარება, ტყვეების გათავისუფლება და "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერების დაკავება გახდება.

 


სააგენტო "დოიჩე ველე" წერს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ერაყში მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ერაყს უცხო ქვეყნის სახმელეთო ჯარები არ სჭირდება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური შეიარაღებული ძალების განლაგება ან მათი მხრიდან სამხედრო ოპერაციების ჩატარება ოფიციალური ბაღდადის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

 


თავის მხრივ, ერაყში მოქმედმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მზადყოფნა განაცხადეს სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი