რეზერვისტები, სამხედროებთან და მაშველებთან ერთად, შოვში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ
08-08-2023, 13:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის
სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად
მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული
თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები.

 


წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა
სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს. ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე
არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას
გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.

 


102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო
სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო
სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის
სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების
ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი