საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების
ხელმძღვანელი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ,
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს
დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას
პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი
გაიხსენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის
ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი
თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.