საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში
მიმდინარე სამაშველო- სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან
ჩართული. მუშაობა გეგმით განსაზღვრულ ლოკაციებზე მიმდინარეობს.
დღეს სამხედროები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მაშველებთან ერთად, სამუშაოებს აგრძელებენ კოტეჯების მარჯვენა
მხარეს. ადგილზე მიზიდულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.
თავდაცვის ძალების სამხედროები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში
პირველივე დღეებიდან მონაწილეობენ. პროცესში ჩართული არიან
აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო
მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური
უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10
კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.