საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა
მომზადების პროგრამა დასრულდა. კურსდამთავრებულებს რთული
და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური
ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა,
პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და
სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა.
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ
სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში,
მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების
საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები
ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის,
დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების,
მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს
და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს.
ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი
შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს
მიზნად.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.