ეროვნული გვარდიის სამხედროები რაჭაში ძებნის სამუშაოებს მდინარეების კალაპოტებში განაგრძობენ
13-08-2023, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი
გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის
ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში
მიმდინარეობს.

 


ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,
ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან
შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა
გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ
კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების
მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.

 


სტიქიის ადგილზე ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და
აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის
პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის
სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი