შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, იმყოფება. მან სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
შსს- ცნობით, ვახტანგ გომელაური სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.
მინისტრმა სამუშაო შეხვედრა საველე შტაბშიც გამართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შინაგან საქმეთა მინისტრი, მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილი პირების ახლობლებს მიუსამძიმრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.