გია ხუხაშვილი: ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც „წარმატებით“ შეახოცავს ხელს მორიგ „განტევების ვაცს“ და ამით დაასრულებს ამ თემას
14-08-2023, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ახლა გომელაურზე დარტყმის ვექტორის გადატანა, რომელიც შესაძლებელია მისი გადადგომით დასრულდეს, არის სისტემის ინტერესებში… რომელიც „წარმატებით“ შეახოცავს ხელს მორიგ „განტევების ვაცს“ და ამით დაასრულებს ამ თემას, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქში“ და განაგრძობს, „საზოგადოება, რომელიც ასეთ იაფფასიან ანკესზე ეგება, იმსახურებს იმას, რაც აქვს…“


„მაღალი ალბათობით, გომელაური საერთოდ არ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე, როგორც 20 ივნისს გახარიას არ მიუღია გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.


მაგრამ სისტემა არასოდეს არის დაინტერესებული რეალური დამნაშავის გამოვლენაში. ის საზოგადოებას უგდებს საჯიჯგნად ვიღაცას და ამით ინარჩუნებს მდგრადობას. საზოგადოებაც ამას სიამოვნებით ყლაპავს.


გასაგებია, რომ ახლა დაიწყებენ უკვე ჩემთან კითხვებს, რომ ვიცავ გახარიას, გომელაურს და ა.შ.


მე არ ვამბობ, რომ მათ არა აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობის. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ “თვალთხარია” გახარია კი არ არის, არის მთლიანად მანკიერი სისტემა, რომლის მხოლოდ ერთი კომპონენტი იყო და არის შს მინიტრი…“, - აცხადებს ხუხაშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი