საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
15-08-2023, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში
მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. თავდაცვის ძალების ნაკრები გუნდის
წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მთავარმა
სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა გააცილა და მორაგბეებს წარმატებული
ასპარეზობა უსურვა.

 


თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად
ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის
მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

 


რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის
ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი
მიიღებს - საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ესპანეთი, ირლანდია,
იაპონია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ტონგა, უზბეკეთი და ფიჯი. ჯგუფური ეტაპის
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, თავდაცვის ძალების ნაკრები პირველ თამაშს 19
აგვისტოს ესპანეთთან გამართავს; გუნდი 23 აგვისტოს დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27
აგვისტოს ტონგას დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, დაკავებული ადგილის მიხედვით,
ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა.

 


რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ტარდება და მასში საქართველოს
თავდაცვის ძალები მესამედ იღებს მონაწილეობას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი