ირაკლი შოთაძე: პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, სადაც პროკურორების გადაცდომებისა და დაწინაურების საკითხებს განიხილავენ
02-12-2015, 03:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურაში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებში პროკურორების გადაცდომებს, ასევე დაწინაურების და მათი მუშაობის შეფასების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

 


როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, საკითხი გადაწყდება არა ერთპიროვნულად, არამედ კოლეგიურად საბჭოს ფარგლებში.

 


ირაკლი შოთაძემ მიმდინარე შეხვედრაზე მისი პროგრამის სხვა მიმართულებების შესახებაც ისაუბრა.

 


მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურორებისა და გამომძიებლების შეფასება მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კერძოდ, მისი თქმით, იარსებებს პროგრამა, სადაც იქნება კრიტერიუმების საფუძველზე მუშაობის შეფასება. თუმცა, როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, მხოლოდ ამ სისტემით არ მოხდება გარკვეული მუშაობის შეფასება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ პროკურორებისა და გამომძიებლების მუშაობა ობიექტურად შეფასდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი