იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დანამატების სისტემა მთლიანად ვერ მოიშლება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დანამატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, პრემიერის ინიციატივით გადაიხედა პრემიების სისტემა და დღეს ვერც ერთ სამინისტროში ვერ გაიცემა პრემია, თუ ის მკაცრად არ არის შესაბამისობაში პრემიერის მიერ გამოცემეულ აქტთან.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ აქტს ყველანი ემორჩილებიან და შესაბამისად, იციან, რომ მხოლოდ კვარტალში ერთხელ უნდა მისცენ საჯარო მოხელეებს პრემია.
"აქვე გეტყვით, რომ დანამატების სისტემა მთლიანად ჩვენს სამინისტროებში ვერ მოიშლება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო დგას საჯარო მოხელეებზე. რაც მე შემეხება, მე წელს არც ერთი თეთრი პრემიის სახით არ ამიღია და ვიცი, რომ თუკი ავიღებ, ამას შეიძლება მოჰყვეს კითხვის ნიშნები. ამიტომაც, რაც არ უნდა ბევრს და კარგად ვმუშაობდე, პრემია, რომელიც გამოიწვევს კითხვებს, ასეთი პრემია არ მინდა. დღეს მინისტრების ხელფასი ხელზე არის 5 ათასი ლარი და სხვადასხვა ქვეყნების კოლეგების ხელფასებს თუ შევადარებთ, არის ძალიან მოკრძალებული თანხა. ამ მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ ჩვენ ვაკეთებთ საშვილიშვილო საქმეს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.