უკრაინას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰყავს. უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ალექსანდრ ტურჩინოვს მიანიჭა.
"უმაღლესი რადა ადგენს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება დაეკისროს ალექსანდრ ტურჩინოვს", – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც რადას 285-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კვლავ უცნობია იანუკოვიჩის და მისი მთავრობის მაღალჩინოსნების ადგილსამყოფელი.
უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უცნობია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარაა ადგილსამყოფელიც, რომელიც სამინისტროს მთელ ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად გაუჩინარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.