მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მხარს დაუჭერს.
"როგორც უკვე განვაცხადე, მონტენეგროს მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მთელი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვატარებდით ადრიატიკის ქარტიის სხდომას, ჩვენ ვსაუბრობდით კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიღწევებზე. ჩვენ გვსურდა ფორუმის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ დახმარების გასაწევად", - განაცხადა იგორ ლუკშიჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.