პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის განცხადებას აქვეყნებს.
„ვუსამძიმრებ კოტე კუბლაშვილის ოჯახს ამ ძალიან კეთილშობილი, წესიერი ადამიანისა და მოღვაწის გარდაცვალებას.
როდესაც იუსტიციის მინისტრი გავხდი იგი მაშინვე მოვიწვიე გერმანიიდან, დოქტორის ხარისხით ახლად დაბრუნებული კოტე ჩემს პირველ მოადგილედ ისე დავნიშნე, რომ საერთოდ არ ვიცნობდი და ერთი წუთით არ მინანია, ისეთი გზა განვვლეთ ერთად. ძალიან დამწყდა გული“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.