საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მსახიობის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
პრემიერი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას.
„ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი.
გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას”, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.