თეა წულუკიანი: ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს თბილისის მერთან და მერიასთან
02-12-2015, 04:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მერს დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს.

 


"სოფელი დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ იქ და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ მისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუკი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს. მოვუწოდებ თბილისის მერიას, უფრო მეტად დაინტერესედეს სოფელი დიღმით... ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან.
ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება, თუმცა მალე დასრულდება. ასევე ცენტრალური გზის შეკეთება, რომელიც გადათხილია, სანამ ყინვებს დაიჭერს, უმჯობესია დასრულდეს. რამდენიმე კილომეტრიანი გზა უკვე დაიგო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ სანიაღვრეების გარეშე, რის გამოც უკმაყოფილო ვართ", - განმარტა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი