„დიდად ვწუხვართ. ჩვენი დროის კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება, - ბატონი გოგი-გიორგი ხარაბაძე შეერთო მარადიულობას.
იგი ხშირად მოდიოდა საპატრიარქოში, ხშირად ესწრებოდა მსახურებებსაც, მაგრამ ღმერთისკენ მისი მკვეთრი შემობრუნება შვილის, ხარებას, გარდაცვალების შემდეგ მოხდა.
ერთ დროს ერული ცხოვრების მოყვარული, შეიცვალა და თავისი მთავარი დანატოვარიც, - ბიბლიის სრული ტექსტის აუდიო ჩანაწერი, შემდეგ შექმნა; ბოლო პერიოდში კი საერთოდ განმარტოვდა და მისი მიწიერი ყოფა იქცა გზად სახლიდან ეკლესიამდე და პირიქით.
ახლა იწყება მისი მთავარი მსვლელობა.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა გოგი-გიორგის უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს და წიაღსა შინა აბრაამისასა განისვენოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მისთვის ლოცვის ძალა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი“.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.