ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის ასოციაციის წევრებს ხვდება.
როგორც მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე მოხდება იმ რეფორმების და მიღწევების გაზიარება, რომელიც საქართველოს გააჩნია.
"ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ვხვდებით მათ ასოციაციის წევრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა. მათთვის იმ რეფორმების და იმ მიღწევების გაზიარება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე იმ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია. ასევე თუ რა პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და რა ძირითადი მიმართულებები იქნება მხარდაჭერილი საქართველოს მთავრობის მიერ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.