საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება
26-08-2023, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

 


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა 4 სექტემბერს უნდა განიხილოს.

 


„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში“, – აცხადებს კვიჟინაძე.

 


მისივე თქმით, მაღალრისკიანი დანაზოგი არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება.

 


„პრაქტიკულად, „ეფლში“ „გუგლში“ ან სხვა საწარმოებში ჩაიდება ეს აქციები, არ დაიკარგება. მაგრამ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიძლება სწორია, მაგრამ არ შეიძლება, ასე იყოს მიღებული გადაწყვეტილება. უპირველესად უნდა შევეკითხოთ პენსიონერებს, ანუ ყველა უნდა იყოს გარანტირებულ დაბალრისკიანში. საპენსიო სააგენტო, ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო რეკლამის სახით ან სხვა კუთხით თუ განახორციელებენ ღონისძიებებს, ხალხს აუხსნან რა ხდება და ხალხი ამას დაიჯერებს, კი ბატონო. ახლა ასეთი რამ არ არის. ჩემთვის არის ძალიან პრინციპული, არ დავუშვებ, რომ რაიმე პრობლემა მაინც შეექმნას საპენსიო დანაზოგებს“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

 


ამასთან, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ახალი კანონპროექტი აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რომელიც 2018 წელს გამოვლინდა.

 


„როგორც იცით, 2018 წელს მიღებული კანონით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთთვიანი ვადა მოქალაქეებს შორის პორტფელებს შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა რეფორმის მიმდინარეობამ დაგვანახა ამ შეზღუდვის გაუქმების აუცილებლობა. ეს მონაწილეებს მისცემს მეტად გაცნობიერებული არჩევანის მიღების საშუალებას. პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება როგორც აღნიშნული შეზღუდვა, ასევე გადავადდება პორტფელებში აქტივების ავტომატური გადანაწილების პროცესიც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, რომლის კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი