საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით - ალიანსი ოფიციალურ კომუნიკეს აქვეყნებს
02-12-2015, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო მიესალმება იმ პროგრესს, რასაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეშია ნათქვამი. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით.

 


„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი „მაპის", როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც 2008 წლიდან განხორციელდა. საქართველის თანამშრომლობა ალიანსთან შეიცავს ალიანსის საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებელ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს შესაძლებლობებს მიუახლოვდეს ალიანსს.

 

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია ნატო-საქართველოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოვოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორისა, ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში“ - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

„ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც საქართველომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულებისას აჩვენა, მათ შორის საერთო წვრთნებსა და ერთობლივი სასწავლო-შეფასების ცენტრის გახსნასთან დაკავშრებით, რომელიც დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში. ხაზს ვუსვამთ საქართველოს მნიშვნელობას ალიანსთან ერთად ამ პროცესის თვითმყოფადობისა და კომპლექსური მიზნების მიღწევაში. ჩვენ განვაგრძობთ ყველა რესურსებით უზრუნველყოფას, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის არის საჭირო, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძიერებასა და წინასწარ მომზადებას ალიანსის წევრობისთვის.

რადგანაც ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებსა და ძალისხმევას, მათ შორის მათალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რომელიც თავდაცვისა და სტრატეგიულ კომუნიკაციასაც მოიცავს.

 

 

ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისათვის, მათ შორის სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებში, ჯარის მოდერნიზებასა და თავდაცვით ინსტიტუტებში.

ვითვალისწინებთ ბოლოდროინედლ მოვლენებს მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს იმპულსი რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ" - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი