მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 დასრულდა
01-09-2023, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული საერთაშორისო სამხედრო სწავლება Agile Spirit 2023 ვაზიანის მე-
11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ღონისძიებაზე
მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ
ბურჭულაძემ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო სწავლებების
მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის
გაძლიერებას. სწავლების დაგეგმვისა და ჩატარების საქმეში მხარდაჭერისთვის მან
მადლობა გადაუხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს და მონაწილეებს
სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის
ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და აშშ-ის ეროვნული
გვარდიის ბიუროს წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი.

 

სწავლების ოფიციალურ დახურვამდე ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ბატალიონის
ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით
ჩატარდა. განხორციელდა რეიდის, ბლოკირებისა და კონტრშეტევის ოპერაციები.
საჩვენებელ სწავლებაში თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე
ბატალიონთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის, საზღვაო ქვეითების საინჟინრო,
ასევე, რუმინეთისა და მოლდოვის ქვეითთა ოცეულები მონაწილეობდნენ.

 

ღონისძიების დასასრულს, სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები
საშტატო იარაღით, სამახსოვრო დაფებითა და უწყებრივი მედლებით
დაჯილდოვდნენ. სწავლების დახურვას მონაწილე ქვეყნებიდან მაღალი რანგის
სამხედრო პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების, დიპლომატიური კორპუსისა
და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

საქართველომ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit)
უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლა. Agile Spirit 2023 მიზნად ისახავდა საქართველოს
თავდაცვის ძალებს, აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს, მოკავშირეებსა და პარტნიორ
ძალებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლებას,
მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს
ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი