საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ
სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus
Games 2023) აქტიურად ემზადება. სამხედროები წეროვანის მარო
მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და
სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში
ვარჯიშობენ.
„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ
დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-
სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები, 22
ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ
და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში ისაპარეზებენ. ჯარისკაცები
საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში,
ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში,
პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სავარჯიშო
მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.
„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს
სასექსის ჰერცოგის პრინცი ჰარის პატრონაჟით, სხვადასხვა ქვეყანაში
ტარდება. საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროების
გუნდების მონაწილეობა ყოველთვის უმაღლესი სინჯის მედლებით
ფასდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.