თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერთიანებული
სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა.
ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და
რუსეთში ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს,
დევიდ მორგანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და
გაერთიანებული სამეფოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი
სტრატეგიული პარტნიორისა და მტკიცე მხარდამჭერის მიმართ
განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. მხარეებმა თავდაცვის
სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და
სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს
საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე
რეფორმები გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების
ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით,
გაერთიანებული სამეფო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით,
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია,
რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში
მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს,
მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.