მოქალაქეები მიღების დღეზე მთავარ პროკურორთან შეხვედრას შეძლებენ. ასეთივე წესი დამკვიდრდება საოლქო პროკურატურებშიც. ამის შესახებ დღეს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა და დაამატა, რომ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად მასთან "შეხვედრის და მათი ჭირ-ვარამის გაზიარების".
"მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურა უფრო მეტად განვითარდეს. ამისათვის პროკურორების დამოუკიდებლობის გაძლიერება და გაზრდაა საჭირო. უნდა ამაღლდეს მათი კვალიფიკაცია, რისთვისაც ჩატარდება შესაბამისი სწავლებები და ტრენინგები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. თითოეული რაიონული ოლქის პროკურორთან მოქალაქეებს გამოეყოფათ ღია კარის დღე, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მას. ასევე მე ვაპირებ დავაწესო კონკრეტული დღე, რა დროსაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად ჩემთან შეხვედრის და მათი ჭირ-ვარამის გაზიარების", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ დღეს სისტემის სხვადასხვა რგოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ პროკურორებმა კარგად გაიაზრონ და გაითავისონ ის, თუ რა აწუხებთ ხალხს და რა პრობლემებს ხედავენ პროკურატურის სისტემაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.