თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის შეფასების აღმასრულებელი დონის შეხვედრა გაიმართა
03-09-2023, 11:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების
ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესი და სამომავლო
გეგმები განიხილეს თავდაცვის სამინისტროში. ინიციატივის
მიმდინარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-ის ევროპული
სარდლობის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვიდა ბრიგადის გენერალ
ბრიონ ტერელის ხელმძღვანელობით. თავდაცვის სამინისტროში
გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის
მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს. შეხვედრისას ხაზგასმით
აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სექტორებს შორის
სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. აქცენტირდა
თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელოვანი
როლი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტერიტორიული
თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. საუბარი შეეხო
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს,
საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების
კონკრეტულ ნაბიჯებსა და მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში
აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და
მხარდაჭერას. 

 

 

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების
ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების
მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე,
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს რუსეთის,
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების
ხელმძღვანელი დევიდ მორგანი, აშშ-ის ევროპული სარდლობისა და
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე
იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების
ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელებიც.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი