ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე თამთა ყუბანეიშვილი სამტრედია-აბაშის გზაზე წუხელ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები… გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში, რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად, მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს. სოზარი მივლინებით მიდიოდა სამეგრელოში. მძღოლი და სოზარი მსუბუქად დაშავდნენ“, – წერს თამთა ყუბანეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს თავად სოზარ სუბარიც. მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. გუშინ, გვიან ღამით სამტრედია-აბაშის გზაზე დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევას მეორე ავტომანქანის მძღოლი, 68 წლის ემზარ ხონელიძე ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.