კახა კალაძე: გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და საზოგადოების გახლეჩას
18-10-2024, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, ვალდებული არიან, საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

დედაქალაქის მერმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასმულ იმ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმადაც, 156-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა, ორგანიზაციათა ნაწილი კი აღნიშნულ კანონს აპროტესტებს.

„აღნიშნულ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას? თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, გაფინანსებს უცხოური მთავრობა ან ორგანიზაცია, ეს უნდა დაარეგისტრირო, უთხრა ხალხს, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემიზმს. ეს ყველაფერი „შავად“ ხდებოდა იმ მსუყე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც შეინიშნებიან რევოლუციური პროექტების განხორციელებაში და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალობა“, -  განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE - ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკაა, მესამე კვარტალში, გასული წლის დასაწყისის შემდეგ, ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა მკვეთრი ზრდის აღდგენას ცდილობს.

ყველაზე კითხვადი
  1. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, უძრავი ქონების ფასი კი სწრაფი ტემპით დაეცა
  2. ევროპული საბჭო: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო
  3. კახა კალაძე: გამჭვირვალობა მავანს არ მოსწონს, იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, შუღლის გაღვივებას და საზოგადოების გახლეჩას
  4. ირაკლი კობახიძე: 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია
  5. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 შეადგინა
  6. რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
  7. თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა
  8. ირაკლი კობახიძე: არჩევნების შემდეგ კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა
  9. მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს
  10. კახა კალაძე: ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი