კახა კალაძე: ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ა.შ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას
18-10-2024, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, რადგან მარტივად შესაფასებელია, თუ ვინ დგას ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის და ვინ არის მეორე მხარეს“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსული უნდა შეაფასოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

„დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს - პირდაპირ ომის გაჩაღება და მეორე ფრონტი უნდათ. ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ხომ გვახსოვს მათი წარსული, ხელისუფლებაში ხომ იყვნენ, ხომ ვიცით, რითი იყვნენ  დაკავებულები. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესმენები დატერორებულები - ჯერ დაიჭერდნენ, შემდეგ ღამით ციხეებში ნოტარიუსები შეყავდათ და ბიზნესის გადაფორმებები მიდიოდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეებიდან პატიმრები გამოყავდათ და დაწერილ ჩვენებას აჭმევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? - ხომ ისევ ესენი არიან, ვინც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით მოგვევლინებიან?! დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები - ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი