მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არ აკონკრეტებს გადაკვალიფიცირდება თუ არა ზურაბ ჟვანიას საქმე. როგორც შოთაძემ დღეს სისტემის ქვედა რგოლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შეიკავებს დამატებითი განმარტებებისგან.
"ყველაფერს გაიგებთ, რაც არ უნდა მოხდეს. პროკურატურა იქნება სრულიად ღია და გამჭვირვალე, მათ შორის, თითოეული თქვენგანისთვის. შესაბამისად, არაფერი არ დაიმალება.
პირობა დავდე პარლამენტშიც, საპროკურორო საბჭოშიც, რომ რეზონანსულ საქმეებზე, რომელთა გამოძიების მოთხოვნილება განსაკუთრებით აქტუალურია საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, გამოძიებული იქნება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რაც აუცილებლად გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.