უკრაინულმა ვებ-გვერდმა uarevo.in.ua -მ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის დაახლოებით 11-წუთიანი საუბარი გამოაქვეყნა.
ზოდელავას ვაშაძესთან საუბრით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ პოროშენკოს მოსთხოვს ოდესის ოლქში რეალური ბერკეტების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პარტიის შექმნით და ოპოზიციაში წასვლით დააშანტაჟებს.
ზოდელავა შიშობს თუ რა მოჰყვება სააკაშვილის მუქარას და ამბობს: "ჩვენც არ ამოგვცხონ პანღური", რაზეც ვაშაძე ამშვიდებს, რომ ამერიკაც ჩართულია ამ პროცესში და ამის საშიშროება არ იქნება.
ვაშაძე სააკაშვილის პოროშენკოსთან შანტაჟის ენით შესაძლო საუბარს შეცდომად მიიჩნევს. "მე რომ პოროშენკოს ადგილას ვიყო, ვეტყოდი, ეს ძებნილი კაცი აგერ შეგიფარე, თანამდებობაზე დაგნიშნე და რა ჩემი ყ.. გინდა ეხლა? და ეხლა ოპოზიციაში მიდიხარ? რატომ?... მერე, განკარგულებას გასცემს, რომ ვინც სააკაშვილს დააფინანსებს, დედა მოუ....-ით... რასაც საყვარელიძე მეუბნებოდა, პოროშენკოსთან მისი და მიშას ერთობლივი შეხვედრების შესახებ, მიშას არ ჰქონდა მიმწოლი, პოზიცია, მას ჰქონდა ლაქუცის და დათმობითი პოზიცია, ჩვენთან ბაქი-ბუქობდა, იქ ცუციკი ტიპი იყო".
მურთაზ ზოდელავა ეუბნება ვაშაძეს, სააკაშვილი ადეიშვილის საოლქო პროკურორად დანიშვნას ცდილობს, რაზეც ვაშაძე პასუხობს: "ეს საოლქო პროკურორობა რა არის... არის ის კი ეს საოლქო პროკურორობა ამოსავალი წერტილი ამ ოდესისთვის?
მურთაზ ზოდელავა: უნდ აიყოს პროკურატურა და საბაჟო ტერმინალები, პორტები იმისთვის, რომ თანხა გქონდეს, რომ არჩინო ეს ძალოვნები... თუ ამას მოივაჭრებს... მაგრამ ვფიქრობ ვერაფერსაც ვერ მოივაჭრებს, თუ ესე ხისტად ელაპარაკა.
გიორგი ვაშაძე: მე პოროშენკოს ადგილზე ვეტყოდი, რომ ძმაო "ემვედე" ხომ მოგეცი, კრიმინალი გაუარესდა ეს დედა მოტ... ლი ოდესაში და რომ არაფერს არ გეუბნები, მართლა და მართლა ეგრე ხომ არ არის. მაშინ რომ ვიყავი ჩასული, მაშინ მითხრა, კიი, სტატისტიკა გაუარესდა. მაგ ბიჭის [ლევან ლორთქიფანიძე] დანიშვნა შეცდომა იყო.
მურთაზ ზოდელავა: კურატორი იყო, ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არ აქვს, არ გააჩნია.
ჩანაწერის ბოლოს ზოდელავა და ვაშაძე დიდ დროს უთმობენ ლევან ლორთქიფანიძეზე საუბარს და ამბობენ, რომ ის სპეცნაზელი და "ხისთავიანია", რომელსაც ხეირიანად საუბრის უნარიც კი არ გააჩნია.
guardian.ge ბუნებრივია, პასუხს არ აგებს იმაზე, არის თუ არა აღნიშნული ჩანაწერი ავთენტური. სააგენტო ამასთან დაკავშირებით აუდიო ჩანაწერში მონაწილეთა კომენტარების მოპოვებას შეეცდება.
უცნობია, როდის და ვის მიერ არის გაკეთებული ეს ჩანაწერი, რომელიც უკრაინულ მედიაში 1 დეკემბერს გამოქვეყნდა.
მურთაზ ზოდელავასა და გიორგი ვაშაძეს შორის საუბარში უცენზურო სიტყვები ისმის, რისთვისაც მსმენელს ბოდიშს ვუხდით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.