რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ისინი ცდილობდნენ, დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში.
„რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ რაღაც არეულობა შემოიტანონ პროცესებში, მაგრამ ამის რესურსი მთლიანად ამოწურეს, მათ შორის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავის დროზე, რაც მოხდა მარტში, აპრილში, მაისში. ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი სწორედ ოქტომბერ-ნოემბრისთვის და დეკემბრისთვის, თუმცა მათ მოუწიათ ამ რესურსის მთლიანად განიავება მარტში, აპრილში და მაისში. შესაბამისად, ახლა მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ, შეეგუონ არჩევნების შედეგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოუწევთ ამასთან შეგუება. ქვეყნის არევის არავითარი რესურსი მათ არ აქვთ. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, სამართალდამცავი უწყებები დგას ძალიან მყარად და ბოლომდე აღასრულებს და იცავს კანონს ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ არეულობა შემოიტანონ ქვეყანაში, იქნება სათანადოდ რეაგირების ქვეშ და ვერავითარი წარმატება ასეთ მცდელობებს ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.