შარლ მიშელი: ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ განვითარებადი ქვეყნებისთვის და გამოავლინოს მეტი პატივისცემა მათ მიმართ
25-10-2024, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Financial Times-ს განუცხადა, ევროკავშირმა უნდა გამოავლინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციამ ხელი მოაწერა სტრატეგიულ, სავაჭრო ან პოლიტიკურ თანამშრომლობის შეთანხმებებს, თუკი მას სურს ებრძოლოს ჩინეთისა და რუსეთის ძალისხმევას აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მათი გავლენის გაფართოების მიზნით.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვიცით, რა არის სწორი და რა არის არასწორი. ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ, სულ მცირე, გავიგოთ, რა მიზეზების გამო [სხვა ქვეყნები] ფიქრობენ სხვაგვარად. ევროპულ დონეზე არსებობს რეფლექსი, რომელიც ახლოსაა ლექციის ფორმასთან. ჩვენ ყოველთვის არ ვართ ძალიან კარგები კომუნიკაციის, განმარტების, მათთან საუბრისა და მათდამი გარკვეული პატივისცემის გამოხატვის თვალსაზრისით“, – თქვა მიშელმა.

რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე 20-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისა და ნატო-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ასევე ევროკავშირის ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

„ეს რაღაცას ნიშნავს, თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც ეგვიპტეა, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ჩვენთან და აშშ-თან სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც საამიროებია, რომელსაც ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, აკეთებს არჩევანს, იყოს ყაზანში, მათ სურთ გაუგზავნონ გზავნილი დანარჩენ მსოფლიოს. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთმა ემირმა ერთხელ მითხრა, რომ თუ არსებობს ვაკუუმი, ძალიან მალე ამ ვაკუუმს ვიღაც შეავსებს. და თუ თქვენ იქ არ ხართ, იქ სხვები იქნებიან“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა.

მიშელმა, რომელიც 30 ნოემბერს დატოვებს თავის პოსტს, განაცხადა, რომ ბრიუსელი უნდა ამაყობდეს განვითარების მიზნით გაწეული დახმარებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგებით.

„ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ ვართ აქტიურები, მხარს ვუჭერთ მრავალ ქვეყანას მთელ მსოფლიოში განვითარების, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ კარგები ვართ საშუალებების, თანხების მობილიზებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, ამ ქვეყნებიდან ბევრს სურს თავიანთი ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსების დივერსიფიკაცია, ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა მათ მისაზიდად. მან გაიხსენა 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელმაც თქვა: „როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში… თქვენ ტოვებთ გაკვეთილებს. როდესაც ჩინელები მოდიან, ისინი ტოვებენ ინფრასტრუქტურას“.

„მე არ ვამბობ, რომ ისინი მართლები არიან ან არ არიან მართლები. მე უბრალოდ ვხსნი, რომ ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ გავიგოთ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა არ უწყობს ხელს ამ ქვეყნების დარწმუნებასა და მათზე გავლენის მოხდენას.

„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ამ თვეში ევროკავშირმა გადადო სადამსჯელო ანტი ტყის გაჩეხვის კანონი, რომელიც აკრძალავდა განვითარებადი მსოფლიოდან ათეულობით მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტს. ბრაზილიის, ინდონეზიის და აშშ-ის მხრიდან უკმაყოფილების შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა ერთი წლით, 2025 წლის დეკემბრამდე გადაედო მისი შემოღება.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მიდგომა სავაჭრო პარტნიორებისთვის თავისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაწესების კუთხით, მაგალითად, თევზჭერის წესებთან დაკავშირებით, ხშირად დამამცირებელია. მიშელის განმარტებით, სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს – „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“.

„სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნამდვილად დამამცირებელია, რადგან ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ვართ მოედანზე ერთდროულად მოთამაშეც და მსაჯიც“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი