საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი იყო.
„ვისაუბრეთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ნავთობსადენების უსაფრთხოების თემაზე. განვიხილეთ თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება განვახორციელოთ ნავთობსადენების დასაცავად დღევანდელი გამოწვევების პერიოდში. განვიხილეთ ენერგეტიკული პროექტები, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად მონაწილეობენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში მიმდინარე უსიამოვნო მოვლენების გათვალისწინებით პროექტებთან დაკავშირებული ობიექტები შეიძლება ხვალ უფრო მაღალი რისკის შემცველებად იქცნენ. შესაბამისად, პარტნიორ ქვეყნებს მეტი მცდელობის და ღონისძიების განხორციელება დაგვჭირდება იმისათვის, რომ რისკები საფრთხეებში არ გადაიზარდოს. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ტრადიციულ თემებზე, ურთიერთობებზე, რომელიც გვაახლოებს ორ სახელმწიფოს, აჩენს უზარმაზარ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ეფექტური, შედეგიანი და ნათელი იყოს ამ თანამშრომლობის შედეგები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.