კახა კალაძე: არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება
26-10-2024, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დედაქალაქის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.  

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

დღეს, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, არაერთხელ გვინახავს  მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.  შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში  შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ.  შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ხმა მიეცით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი