ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა
02-12-2015, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საბაჟო საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს, კრეგ ოლსონს შეხვდა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა შემოსავლების სამსახურთან საბაჟოს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

 
როგორც guardian.ge -ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პოზიტიურ როლს საბაჟოს საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებამ ახალი და ინტენსიური რეფორმების განხორციელების საჭიროება შექმნა.

 
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შეახებ, რომელიც ბოლო წლებში გატარდა საბაჟო მიმართულებით, მათ შორის, განხორციელდა ცვლილებები საბაჟო რისკების სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო სამსახურებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საბაჟო რისკების მართვის სისტემის გაძლიერებისა და საზღვარზე სხვადასხვა უწყებას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.


როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველმა აღნიშნა, მას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გასცნობოდა საბაჟო-გამშვები პუნქტების საქმიანობას და საბაჟო პროცედურებს. მისი თქმით, ქართველ კოლეგებთან წარმატებული პარტნიორობა შედგა.

 
შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის სამსახურის მრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც მან მისცა ქართულ მხარეს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისთან ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი