ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება
27-10-2024, 11:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება.

ალიევის მილოცვას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ძვირფასო ბატონო პრემიერო, გულითადად გილოცავთ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი.

მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ამის შემდგომაც ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.

ჩემს საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მეგობარ საქართველოს ხალხს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი