მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით პრესკონფერენცია, რამაც ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის იყო კონკურენტული და მთლიანობაში ეს შეფასება ასახავს იმ სურათს, რაც არის მოცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, არჩევნები იყო კონკურენტული, საარჩევნო პრინციპებთან შესაბამისობაში.
„გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მისიას. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვილიდან დავიწყეთ მათი მოწვევა, ვიყავით ღია დაკვირვებისთვის. არჩევნები არის შემდგარი“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.