ხიდაშელმა და რუსეთმა დააფრთხეს ნატო–ს მესვეურები!
02-12-2015, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, ნატო–ში "უ–MAP–ოდ" არ მიგვიღებენ! ეს გარკვევით წერია ბრიუსელში, დღეს მიღებულ ნატო–ს მინისტერიალის დასკვნით კომუნიკეში. ჯერ მაპ–ი და მერე ნატო–ს წევრობაო. არადა, სულ ახლახანს მავანი ქართველი პოლიტიკოსები გამუდმებით გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოს უ–მაპოდაც მიიღებენ ალიანსში, განსაკუთრებით აქტიურობდა თავდაცვის მინისტრი, ქ–ნი ხიდაშელი.

 

 

სამაგიეროდ, ნატო–ს მინისტერიალმა მიწვევა გაუგზავნა მონტენეგროს, რომელიც გაისად ვარშავის სამიტზე ნატო–ს 29 – ე წევრი გახდება. ნუ, რას ვიზამთ, მონტენეგრო საქართველოსგან განსხვავებით ძალიან შორს არის რუსეთისგან, თუმცა, ბალტიის სახელმწიფოები ჩვენსავით ესაზღვრებიან "დედა"–რუსეთს, მაგრამ ისინი მაინც მიიღეს თავის დროზე, ეტყობა ხელსაყრელი პოლიტიკური კონტექსტი შეარჩიეს და ალბათ იმიტომ. თანაც, ბალტიის სამივე სახელმწიფო "ერთად იდგა", განსხვავებით სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისგან, სადაც ორს ერთმანეთთან ომი აქვს (სომხეთი, აზერბაიჯანი), ხოლო, მესამე (საქართველო) დანაწევრებულია სეპარატისტულ 2 რეგიონად, რომლებიც "აღიარა" რუსეთმა და თავისი სამხედრო ბაზებიც განათავსა აქ.

 

 

რა არის იცით, გულდასაწყვეტია ის, რომ არც კი შეიძლება ერთმანეთს შეადარო საქართველოს და მონტენეგროს წვლილი ნატო–ს ეგიდით წარმოებულ სამხედრო კამპანიებში, რადგანაც საქართველომ გაიღო დიდი მსხვერპლი, ავღანეთში და ერაყში, როცა მონტენეგროს მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. გასაგებია ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო–ს მესვეურები სიფრთხილით აკვირდებიან რუსეთის რეაქციას, რასაც არც მალავენ, ამას დაემატა კიდევ "ხიდაშელის ფაქტორიც", რომელმაც ამასწინათ დასავლელ მოკავშირეებს "გეოპოლიტიკური რჩევა" მისცა, მან განაცხადა, რომ – "რუსეთი მაშინ დაშინდება და დაიხევს უკან, როცა დაინახავს, რომ დასავლეთი მზადაა მასთან საომრად ევროპის შუაგულშიო"! როგორ ფიქრობთ, ბატონებო, ამ ხიდაშელისეული შეგონების გამგონი დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტანალიტიკოსები, როგორ ხასიათზე დადგებოდნენ?!

 

 

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხიდაშელმა და თავის წილ რუსეთმა, კვლავ დააფრთხეს ნატო–ს მესვეურები, რომლებმაც დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო–ს წევრი, აგრეთვე, დაპირებების ახალი ფრაზები ჩაწერეს ბრიუსელის მინისტერიალის ნატო–ს კომუნიკეში. ასე რომ, აი ასეა საქმე, იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში რუსეთიც შეიცვლება, საქართველოსაც უკეთესი თავდაცვის მინისტრი ეყოლება და ნატო–ს მესვეურებიც უფრო თამამები იქნებიან!..

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი