ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
29-10-2024, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი, – ამის შესახებ ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული მიმდინარე სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლებმა ანგარიშებში ისაუბრეს სამართალდარღვევების შესახებ საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დღის განმავლობაში. ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხელყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და ვითხოვთ საჩივრების მიუკერძოებელ გამოძიებასა და დადგენილი დარღვევების აღმოფხვრას. ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ აქციები და მთავრობის რეაქცია მათზე დარჩეს მშვიდობიანი. საარჩევნო მთლიანობის დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებსაც ველოდებით ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს ქართველი ხალხის კანონიერი ევროპული მისწრაფებების ღალატია. კანონის უზენაესობისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების დაცვა აუცილებელი პირობაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე პროგრესისთვის. ჩვენ ვაკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. ის არ საუბრობს ევროკავშირის სახელით“, – ნათქვამია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარტინ დვორაკი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი მარი ბერე, ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ანა ლიურმანი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი, ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ დელეგატი ბენჟამინ ჰადადი, ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ჯენიფერ კეროლ მაკნეილი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ქსავიე ბეტელი, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი ადამ შპალკა, ევროპულ საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ინეშ დომინგოსი, შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  4. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი