თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე, რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა: „ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“.
ორბანის თქმით, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევროინტეგრაცია საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა.
„ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.