შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან. სინამდვილეში, პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის
29-10-2024, 22:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ტყუილია, თითქოს სიები ჩახსნეს ან შეუძლიათ, ახლა ჩახსნან. სინამდვილეში, არანაირი ჩახსნა არ შეიძლება და პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერაფერს ვერავინ ჩახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პირველი სხდომის შემდეგ პარტიას შეუძლია, ჩახსნას მხოლოდ ის სია, რომელიც არის დეპუტატების მიღმა სია, ის, ვინც ვერ მოხვდა პარლამენტში.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პარლამენტი ვალდებულია, ცესკო-ს  შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე.

მისი თქმით, პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და "ჩვენ ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, ჩანიშნოს. მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება“.

„პარტია ვერ ჩახსნის მათ სიას, ვინც გახდნენ დეპუტატები. თუ მოითხოვს დეპუტატი მანდატის შეწყვეტას, აქაც თავად პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ეს კინო ნანახი გვაქვს 2020-2021 წლებში. მაშინ თქვეს, ჩავხსენით სიებიო, რაც იყო ტყუილი, პარლამენტი შეიკრიბა და ვცნეთ უფლებამოსილება. მერე თქვეს, არ გვინდა, შეგვიწყვიტეთო. ბოლოს შემოვიდა ყველა პარლამენტში. გვეხვეწებოდნენ, რომ კანონი შეგვეცვალა, რომ შემოსულიყვნენ სხვები. პირველი სხდომა იმართება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ეს გახლავთ ვალდებულება. პარლამენტი ვალდებულია, რომ როცა იქნება შემაჯამებელი ოქმი, არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში შეიკრიბოს სხდომაზე. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე არ აპირებს, ჩანიშნოს. მე-10 დღეს პარლამენტი ვალდებული იქნება, რომ შეიკრიბოს, ამიტომ, თუ არ დანიშნავს, მაინც შეიკრიბება. ერთი კენჭისყრა ტარდება, 150 დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი და ამით იქნება პარლამენტი უფლებამოსილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  4. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  7. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი