ერდოღანი და პუტინი ტყუპებივით იქცევიან! - თურქეთი, რუსეთი და ჩვენ...
02-12-2015, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე დღე ვერ მოვახერხე თურქეთსა და რუსეთს შორის დატრიალებული ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთება და ამ ცოტა დროში ის კი დავინახე, როგორ მოვახერხეთ საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ბანაკად ისე დაყოფა, რომ გეგონება ჩვენი ბედი წყდებოდეს აქ და ეხლა ამ კონფლიქტში!!!! და გვავიწყდებოდეს საერთოდ ჩვენი - ანუ ქვეყნის- ინტერესები ან კიდევ წარსულის გაკვეთილები!

 

 

ისეთი მჯელობას შევესწარი, ვითომც და არ გვიცხოვრია და სადღაც სხვა პლანეტიდან ვაკვირდებოდეთ დღევანდელ მოვლენებს. ალბათ ვიღაცეებს უნდა აწყობდეს ჩვენში მუდამ შფოთვის დათესვა და ერთმანეთის შუღლის და აუტანელობის გაღვივება....

 

 

უფრო ახლოდან რომ დავუკვირდეთ ამ მოვლენებს, ვნახავდით რომ საფუძველი შიდა დაპირისპირების და ასეთი მწვავე დაჯახების არ არსებობს და დამშვიდებულად თუ დავუკვირდებით ამ მოვლენებს, იმასაც დავინახავდით, რომ პირიქით შეიძლება ძირითად დასკვნებზე კიდევაც შევთანხმდეთ.

 

 

და პირველი: თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება არ იზომება მართალის და მტყუანის გარჩევით! რეალურად აქ ორივეს გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობისა. დასაცავი ჩვენი არცერთი არაა! ორივე იტყუება და რეალურად ორივე ერთს იძახის და მეორეს აკეთებს. არც ერთს და არც მეორეს მიზნად არა აქვს აღებული ტერორისტულ ორგანიზაციის ”დაეშ”თან ბრძოლა.

 

 

რუსეთი ბომბავს უფრო დიდი სიხშირით და სიმკაცრით სირიის რეჟიმის ოპოზიციის პოზიციებს, რათა მისი პირველადი მიზანი - ანუ სირიის დიქტატორი და მსოფლიოში ერთ-ერთ გამოჩენილ კრიმინალ ლიდერად ცნობილი ასადი - გადაარჩინოს… თვით ეს მიზანიც განპირობებულია იმითი, რომ რუსეთს სურს მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ თავის ერთადერთ და შესაძლოა “უკანასკნელ" მოკავშირეს ბოლომდე გვერდში უდგას და დაუდგება. და რომ არ აპირებს თავის ხმელთაშუა ზღვის ნავსადგურის, ტარტუს დაჰკარგვას… ესაა და ეს რუსეთის უცვლელი და საკმაოდ მოძველებული სტრატეგია და არა მსოფლიო ანტიტერორისტული კოალიციასთან სოლიდარობა. თუმცა რომ დაფიქრდებოდეს და რომ აზროვნებდეს ოცდამეერთე საუკუნის თვლთახედვით და არა იდეოლოგიურად და რუსეთის იმპერიულ სიძლიერის დამტკიცების იდეაფიქსით შეპყრობილად, პუტინიც კი მიხვდებოდა იმას რომ ისლამური სახლემწიფო არანაკლებ რეალურ და სამომავლო საფრთხეს წარმოადგენს თვით რუსეთისთვის, ვიდრე ევროპისათვის ან კიდევ ამერიკისათის!

 

 

თურქეთი, ზუსტად ასევე, ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართულ ბრძოლის ფარის უკან აწარმოებს თავის უკვე საუკუნოვან ომს ქურთების ამოსაძირკვად … და როგორც რუსეთი ისლამურ სახელმწიფოს ერთი პოზიციის დაბომბვის ფასად, ორ და სამმაგად ქურთების პოზიციებს უმიზნებს და ანადგურებს, იმ დროს როცა ქურთები სწორედ და ისლამურ სახელმწიფოს ყველაზე რელაური და ეფექტურ მეტოქედ წარმოჩდნენ დღევანდელ ომში.

 

 

ორივე სახელმწიფო ინსპირირებულია და მისი მოქმედებები განპირობებულია უცვლელი იმპერიულ და იმპერალისტურ იდეოლოგიის აქსიომებით. რუსეთს აწუხებს თავისი ძველი ძალის და გავლენის სფეროს აღდგენა და სწორედ ამიტომ ესოდენ მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში ძველი ყაიდის მოკავშირის გადარჩენა, გამყარება. სწორედ ამიტომ ახორციელებდა რუსეთი ამდენი ხანია უკვე ყველა გაგებით პროვოკაციულ და გამომწვეველ გადაფრენებს ნატოს სივრცეში: ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, ნორვეგიის, და ასევე თურქეთის სჰაერო სივრცეში (თუნდაც არაფერი რომ ავთქვათ ნატოს სივრცეში არ შემავალ საქართველოსა და უკრაინაზე).

 

 

ამდენად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენ კილომეტრზე და რადენი ხნით განხორციელდა საზღვრის თურქეთის დარღვევა რუსულ თვითფრინავისაგან. ფაქტია რომ უკვე მვრავალი თვის მანძილზე რუსეთი ტესტავდა ნატოს რეაქციებს, იმის იმედით, რომ დასავლეთი აქაც როგორც საქართველოს ომის ან ყირიმის დაპყრობის და უკრაინაში შეჭრის დროს, ესკალაციას აერიდებოდა. პასუხის გაუცემლობა რუსეთისთვის თავისშეკავებას და პასუხისმგებლობის სახელმწიფო უნარად კი არ ფასდება, არამედ როგორც თავისი სისუსტე და უუნარობა… ავიწყდება რუსეთს რომ დღევანდელ მსოფლიოში როგორც არასოდეს ძალა იზომება სხვაგვარად - სენი მოსახლეობის უსაფრთხოება, ომის არ გამოწვევა და სიმშვიდის შენარჩუნება, ცხოვრების დონე, მისი ცივილურობის, შემწყნარებლობის და გახსნილობის საზომით და არა სამხედრო ჟესტიკულაციებით. სამწუხაროდ თურქეთი ზუსტად რუსეთსავით აზროვნებს ანუ როგორც ქვეყნები რომლებიც თავთავიანთ მოსახლეობას არ უფრთხილდებიან და მეტად ძალას და ძლიერების გამოჩენას უწევენ ანგარიშს!

 

 

ერდოღანი და პუტინი ტყუპებივით იქცევიან!

 

 

ამიტომ ერდოღანისთვის სწორედ რუსეთის აშკარა გამოწვევაზე პასუხის არ გაცემა სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა სამხედრო სისუსტის გამოჩენა. რაც ეწინააღმდეგება ერდოჰანის თურქულ “მანია გრანდიოზას”…ისევე როგორც რუსეთი ოცნებობს წარსულზე და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე, ასევე ერდოღანი ოცნებობს ოტომანურ წარსულ სიძლიერეზე, რაც იწყება შიდა ავტორიტარული წყობის გამყარებით (და არ ითმენს არც დისიდენტებს, არც თავისუფალ პრესას, არც სხვა დამოუკიდებელ ძალას - თუნდაც სამხედროების- არც უმცირესობების გაძლიერებას და მისთვის ამიტომაც ქურთებს პირველ საფრთხედ მიიჩნევს) … ერდოღანის თურქეთი გულისხმობს რეგიონში ვერავინ ეცილებოდეს თურქულ სუნიტურ ისლამის უპირატესობას და ამდენად, მისი მიზანია, სირიის შიიტური რეჟიმის დამარცხება და სირიაში თურქმენური მოსახლეობის დაცვა (რომელიც ასევე შუა აზიაში გავლენის ინსტრუმენტად ესახება). ირანის იზოლაციიდან გამოსვლა მას ასევე არ აწყობს. რეალურად თურქეთი - უფრო სწორედ ერდოღანის თურქეთი (რამეთუ ეს პოზიცია ყველასგან გაზიარებული არაა)- ნაკლებად არის დაინტერესებული ევროკავშირით და ევროპელობით. მან აირჩია თავისი ჰეგემონიური გზა. მაგრამ ევროკავშირთან აწყობს ვაჭრობა: სირიის დევნილების გამო გაწეული ხარჯები ევროკომისიამ ნაწილობრივ მაინც აანაზღაუროს. ასევე აწყობს ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ამ დევნილების თურქეთის ტერიტორიიდან გასვლასაც გაადვილებს.

 

 

ამიტომ იმაზე დავა, თუ რომელი ამ ორ არადემოკრატიულ, გამოწვევბზე და ესკალაციისკენ მიმართულ, იმპერიალისტურ განზრახვებით ამოქმედებულ ქვეყანათა შორის, საქართველომ მართალ მხარედ მიიჩნიოს უნდა, ან რომელ მხარეს დადგეს, უსაფუძვლო და საფრთხის შემცველადაც მიმაჩნია. მეტადრე, როცა ეს დავა გადადის მწვავე შიდა დაპირისპირებაში, რომელიც სწორედ ამ ორ “რთულ” და ექსპანსიონისტურ მეზობლის სასარგებლოდ შეიძლება აღმოჩნდეს, რამდენადაც ორივეს აწყობს დასუსტებული და გავლენის ქვეშ ადვილად მოსაქცევი საქართველო.

 

 

მოსმენილი “ისტორიცისტული” არგუმენტები კიდევ უფრო საფუძველმოკლებულია: ის, რომ ან წარსულის ილუზიებით ნაკვები რუსეთი თურქეთის დასუსტების ხარჯზე საქართველოს დაეხმარება და ტაოკლარჯეთს დააბრუნებინებს (თვითონ ხომ დაგვიბრუნა და დაგვიბრუნა სოჩა, აფხაზეთი ან სამაჩაბლო) ან პირიქით, რომ თურქეთის ფრთის ქვეშ ამოფარებული საქართველო რუსეთს დაახევინებს უკან აფხაზეთში (სადაც თურქეთი ჩვენი ნებართვის გვერდის ავლით ამდენი წელია იგივე დეფაქტო დამოუკიდებლობას უწყობს ხელს), ორივე ეკუთვნის შიზოფრენიულ ილუზიების სფეროს… და წარმოადგენს სამწუხაროდ ჩვენი უსუსურობის და ჩვენს პირად ძალაში უნდობლობის უტყუარ საზომს!!!

 

 

ამას სჯობს სწორად შეფასება ორივე მეზობლისა და მათი ქმედებების. აქ არც ერთის გამართლება არ შეიძლება ბოლომდე…

 

 

პატარა საქართველოს მსაჯის როლში აყვანა, როცა ევროპა და ამერიკა და ჩვენზე ბევრად ძლიერი სახელმწიფოები ერიდებიან მტყუან-მართლის გარჩევას და ესკალაციას, სასაცილო იქნებოდა და ცოტა ჩვენც ზომიერება და შორსმჭვრეტელობა მოგვეთხოვება. ჩვენ ვართ ამ რეგიონში და სამწუხაროდ, არ გვძალუძს არც ერთი მეზობლის შეცვლა და არც მეორესი, თუმცა მათ შორის დაძაბულობა არც ჩვენ გვაწყობს და არც სარგებელს წარმოადგენს, რამეთუ ჩვენც კონფლიქტის რეგიონად ვიქნებით აღქმული, არა მხოლოდ მეზობლებისგან, არამედ მსოფლიოს თვალში. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ქვეყნის ინტერესები არ დავივიწყოთ და არ დავაზარალოთ ჩვენი დაუფიქრებელი რეაქციებით და არ აღმოვჩნდეთ მხარედ ისეთ დავაში, რომელიც დღეს არის.... ხვალ კი, შეიძლება ისევ მოკავშირედ ვიხილოთ ჩვენი ორი მეზობელი....!!!

 

 

სალომე ზურაბიშვილი,

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი


შენიშვნა: აღნიშნული წერილი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი