გიორგი მარგველაშვილი: NATO-ს ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის
02-12-2015, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუჟანოვიჩს მონტენეგროს NATO-ში გასაწევრიანებლად მიწვევას ულოცავს. პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ეს "ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის."


"თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ თქვენ, მონტენეგროს ხელისუფლებასა და ხალხს, ეს ისტორიული გადაწყვეტილება - NATO-ს 29-ე წევრად გაწევრებისათვის ალიანსის მიწვევა.


მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ამ წლების მანძილზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, მონტენეგრომ ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.


გაწეული რთული სამუშაოსა და ძლიერი ძალისხმევის აღიარება ჭეშმარიტი წარმატება და გამარჯვებაა.


დარწმუნებული ვარ, რომ NATO-ს გაფართოება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ალიანსს, ასევე წაახალისებს თქვენი ხალხის კეთილდღეობასა და სახელმწიფოებრიობას.


პატივცემულო პრეზიდენტო, მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი ქვეყნისათვის დღეს მიღებული მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის.


საქართველო განაგრძობს ძალისხმევას გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით წვლილს შევიტანთ ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური თანამეგობრობის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.


ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მომავალ წელს, გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას და პარტნიორობას. მოუთმენლად ველი, რომ გიმასპინძლოთ საქართველოში.


თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი მონტენეგროელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი