"ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც, ტერორისტების მტკიცებით, ნაჩვენებია "რუსი ჯაშუშის" სიკვდილით დასჯა. როგორც CNN-ის ცნობით, ტყვე აღიარებს, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მას სირიაში იმ ისლამისტების პოვნა ევალებოდა, რომლებიც რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად აპირებდნენ ჩასვლას.
როგორც თავად ამბობს, სირიაში ის "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. შიდა უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.
ვიდეორგოლში "ისლამური სახელმწიფოს" წევრი რუსულად ვლადიმერ პუტინს ემუქრება და აცხადებს, რომ ისლამისტები რუსეთის მოქალაქეების არ მოასვენებენ და ყველას მოკლავენ. პირი, რომელიც ამ მუქარს ავრცელებს და რომელიც დანით ყელს სჭრის დატყვევებულ პირს, შეუნიღბავია.
NBC -ს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსი ეროვნების დატყვევებული პირის სიკვდილით დასჯა ვიდეოთი გავრცელდა და ის რუსეთის მიერ სირიაში წარმოებულ სამხედო კამპანიასთან კავშირშია.
CNN-ი კი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, მოსკოვს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.