პრემიერმა, შს მინისტრის ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოიწონა
03-12-2015, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მონისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივას და აღნიშნული სიახლისთვის მადლობას უხდის შს მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს.

 

პრემიერის შეფასებით, ეკოლოგიის კუთხით, თბილისში კატასტროფაა. ამ კონტექსტში, მან შესაბამისი დარგის მინისტრებს სთხოვა, საკითხზე დროული რეაგირება მოახდინონ. 

 


"მე რაც მესმის ადამიანებისგან, არის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს.  მინდა გთხოვოთ, საწვავის, დიზელის, ბენზინის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელოთ. შესაძლოა კომპანიას, რომელიც კატალიზატორებს შემოიტანს, მათი განვადებით გაცემა ეთხოვოს, შემდეგ კი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შემოვა. ამას, რა თქმა უნდა, დროში გავწერთ, ჩვენ არ მოვთხოვთ მოსახლეობას, რომ ეს ერთიანად გაკეთდეს. ამას სჭირდება გეგმის შემუშავება, რასაც უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას, მაგრამ მანამდე გთავაზობთ, კვლევა ჩავატაროთ და საზოგადოების აზრი გავიგოთ. მე ვიცი, რომ სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი